Millers Oils-ის შესახებ

21

მაი

130 წლიანი გამოცდილება ერთ ბოთლში – გაეცანი Millers Oils-ს


Millers Oils – ინოვაცია, რომელიც იცავს ძრავს 1887 წლიდან. როცა ძრავს სჭირდება მეტი, ვიდრე უბრალოდ ზეთი.

ზეთი ავტომობილისთვის მხოლოდ ტექნიკური სითხე არ არის — ის ძრავის სიცოცხლის ხაზი და მუშაობის საფუძველია. სწორედ ამ ღირებულებით და ხედვით შეიქმნა Millers Oils, ბრიტანეთში, 1887 წელს.

უკვე 130 წელზე მეტია, Millers Oils ქმნის პრემიუმ ხარისხის ზეთებსა და ლუბრიკანტებს როგორც ყოველდღიური სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ისე მაღალი დატვირთვის მქონე სპორტული ან ინდუსტრიული დანიშნულების ავტომობილებისთვის. კომპანიის მთავარი უპირატესობაა ინოვაცია და დამოუკიდებლობა — ეს აძლევს საშუალებას, სწრაფად და მოქნილად მოერგოს ბაზრისა და მომხმარებლების საჭიროებებს.

Millers Oils-ის ტექნოლოგიები, როგორიცაა Triple Ester ფორმულა, მექანიკურად ამცირებს ძრავის ცვეთას, ზრდის სიმძლავრეს და იცავს ძრავის შიდა ნაწილებს ექსტრემალურ პირობებშიც კი. კომპანია გლობალურად ოპერირებს 50-ზე მეტ ქვეყანაში და ორიენტირებულია უმაღლეს ხარისზე.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ასევე კლასიკური და ვინტაჟური ავტომობილების სერიებს, სადაც თანამედროვე ტექნოლოგია ემსახურება წარსულის მექანიკას — ზუსტად ისე, როგორც სჭირდება საუკუნის წინ შექმნილ ძრავებს.

        რატომ უნდა ავირჩიოთ Millers Oils სხვა ბრენდების ნაცვლად?

  • 130+ წლიანი გამოცდილება – ტრადიცია და ინოვაცია ერთ ბრენდში

  • დამოუკიდებელი მწარმოებელი – მაქსიმალური მოქნილობა და ხარისხის კონტროლი

  • სარბოლო ტესტები – მოტორსპორტის მიერ დამტკიცებული

  •  მრავალპროფილიანი სერიები – ზეთი ნებისმიერი ტიპის ძრავისთვის: კლასიკური, სპორტული, ყოველდღიური

     Millers Oils-ს გამოარჩევს მისი ინოვაციური ფორმულები:

  • Triple Ester Technology – იდეალური შეზეთვა და მაქსიმალური დაცვა მაღალი ტემპერატურის დროს
  • Low SAPS ფორმულები – ერგება თანამედროვე ფილტრიან ძრავებს
  • Nanodrive® ტექნოლოგია – ზეთის დაბალი ხახუნი და მომატებული ძალა
    Millers Oils Georgia - საქართველო
    ერპიემი არის Millers Oils-ის ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

მსგავსი პოსტები