კომპანიის შესახებ

კომპანია “ერპიემი” წარმოადგენს პრემიუმ კლასის ავტომობილის მოვლის ცენტრს – ეს არის ადგილი, სადაც გაერთიანებულია ინოვაცია, ხარისხი და სწრაფი მომსახურება. ერპიემში გაერთიანებულია ავტომობილის ზეთები, ფილტრები, დანამატები, აკუმულატორები, მოვლის საშუალებები, ანთების სანთლები და ა.შ
ჩვენთან დაგხვდებათ:
უმაღლესი ხარისხის პროდუქტები – ჩვენი მაღაზია გთავაზობთ მსოფლიო წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის ზეთებს, ტექნიკურ სითხეებსა და ექსკლუზიურ მოვლის საშუალებებს, რომლებიც შექმნილია ყოველდღიური კომფორტისთვის.
ტექნოლოგია, რომელიც იცავს და ანიჭებს ძალას – თითოეული პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ, შექმნილია თქვენი ავტომობილის მაქსიმალური სიმძლავრის, ეკონომიურობისა და ხანგრძლივობის უზრუნველსაყოფად.
პროფესიონალური ზეთის შეცვლის სერვისი – ჩვენ გთავაზობთ ტექნოლოგიურად დახვეწილ, უმაღლესი სტანდარტების შესაბამის სერვისს, სადაც თითოეული წვეთი ზეთი არჩეულია თქვენი ავტომობილის ძრავის მაქსიმალური პროდუქტიულობისთვის.
ჩვენს სერვის-ცენტრში ყოველი პროცესი გათვლილია უმაღლესი ხარისხისა და სიზუსტის მისაღწევად.

უმაღლესი ხარისხის ბრენდები – Millers Oils, Moje Auto, MA Professional, Tecmaxx, Liqui Moly, Shell, Total, Eurol, Mobil, Motul, Eneos, Totachi, Castrol, Wolf, NSL, Lucas Oil, K2, RPM, Sonax, Swag, Wix, Hengst, MANN, NGK, Varta, Denso, Dynamax და სხვ.