Lucas Oil Diesel Deep Clean დიზელის საწვავის სისტემის ღრმა გამწმენდი 155ml
38,00 ₾
- ამცირებს მავნე ნაწილაკებს ფილტრებში
- ასუფთავებს საწვავის ინჟექტორებს
- აღადგენს ძრავის სიმძლავრეს
- აუმჯობესებს აჩქარებას
- აუმჯობესებს წვას და ამცირებს აზოტის ოქსიდის გამოყოფას
რაოდენობა: 228 საწყობშია
არტიკული: 41030
- აღწერა
- დამატებითი ინფორმაცია
აღწერა
Lucas Oil Diesel Deep Clean არის პროფესიონალური კლასის დიზელის საწვავის სისტემის ღრმა გამწმენდი დანამატი, რომელიც შექმნილია ინჟექტორების, წვის კამერისა და საწვავის ტრაქტის მაქსიმალურად ეფექტური გაწმენდისთვის. პროდუქტი იდეალურია როგორც თანამედროვე Common Rail დიზელის ძრავებისთვის, ისე ძველი თაობის დიზელებისთვის. ხელს უწყობს DPF ფილტრის რეგენერაციას და მის ეფექტურ მუშაობას.
დიზელის საწვავის ხარისხის, მოკლე მგზავრობებისა და არასრული წვის გამო ძრავში გროვდება ნახშირბადის ნადები, რაც იწვევს სიმძლავრის დაკარგვას, გაზრდილ კვამლს და საწვავის მოხმარების ზრდას. Lucas Oil Diesel Deep Clean ღრმად შლის ამ ნადებს და აღადგენს ძრავის ეფექტურ მუშაობას.
დიზელის ძრავებში დაგროვილი ნახშირბადი და არასრული წვა იწვევს გაზრდილ ჭვარტლს, რაც დროთა განმავლობაში DPF ფილტრის გადატვირთვას და ხშირ რეგენერაციას იწვევს. Lucas Oil Diesel Deep Clean აუმჯობესებს საწვავის წვას, ამცირებს ჭვარტლის წარმოქმნას და ამ გზით ეხმარება DPF ფილტრს უფრო სუფთად და სტაბილურად მუშაობაში.
რას აკეთებს Diesel Deep Clean?
- ღრმად წმენდს დიზელის ინჟექტორებს
- შლის ნახშირბადის ნადებს წვის კამერაში
- წმენდს DPF ფილტრს
- ამცირებს შავ კვამლს და მავნე გამონაბოლქვს
- აუმჯობესებს ცივ და ცხელ სტარტს
- ზრდის ძრავის სიმძლავრეს და რეაქციას
- ამცირებს საწვავის მოხმარებას
- იცავს საწვავის ტუმბოსა და ინჟექტორებს ცვეთისგან
რატომ არის ეს პროდუქტი განსხვავებული?
Lucas Oil Diesel Deep Clean არ არის უბრალოდ „დანამატი“ — ეს არის რეალური Deep Clean ფორმულა, რომელიც მუშაობს იქ, სადაც ჩვეულებრივი დანამატები ვერ აღწევს. იგი არ შეიცავს მავნე მჟავებს და უსაფრთხოა საწვავის სისტემის ყველა კომპონენტისთვის, მათ შორის:
- მაღალი წნევის ტუმბო (HPFP)
- Common Rail ინჟექტორები
- EGR და DPF სისტემები (გამოყენების სწორ რეჟიმში)
გამოყენება:
Lucas Oil დიზელის საწვავის სისტემის ღრმა გამწმენდი 30 მლ დაამატეთ 7 ლიტრ საწვავზე.
Lucas Oil დიზელის საწვავის სისტემის ღრმა გამწნენდი 473 მლ ( სრული შეფუთვა ) დაამატეთ 115 ლიტრ საწვავზე.
რეკომენდირებულია შემდეგი სიმპტომების დროს:
- შავი კვამლი აჩქარებისას
- ძრავის არასტაბილური მუშაობა
- ძალის დაკარგვა
- გაზრდილი საწვავის ხარჯი
- ხისტი მუშაობა ცივ ძრავზე
დოკუმენტაცია
რატომ Lucas Oil Diesel Deep Clean?
Lucas Oil მსოფლიოში ცნობილია როგორც დანამატების ერთ-ერთი ლიდერი ბრენდი, რომელსაც იყენებენ როგორც ყოველდღიური მძღოლები, ასევე პროფესიონალური სერვისები და მძიმე ტექნიკის ოპერატორები.













