Moje Auto Wheel Cleaner Strong დისკების საწმენდი ძლიერი ფორმულა 750ml
18,00 ₾
- სუპერ ძლიერი გამწმენდი თვისებები
- უსაფრთხოა ბორბლებისა და სამუხრუჭე სისტემებისთვის
- ეფექტურად აშორებს ხუნდების მტვერს
რაოდენობა: 79 საწყობშია
არტიკული: 19-047
- აღწერა
- დამატებითი ინფორმაცია
აღწერა
დისკების საწმენდი საშუალება Moje Auto Wheel Cleaner Strong არის მჟავის შემცველი გამწმენდი პრეპარატი, რომელიც განკუთვნილია მანქანის დისკების გასაწმენდად და გასარეცხად, განსაკუთრებით რთული ჭუჭყის მოსაცილებლად, გაუფერულების თავიდან ასაცილებლად და დაზიანებული ალუმინის აღდგენისთვის. ეფექტურად აშორებს სამუხრუჭე ხუნდების და გზის სხვა ჭუჭყს. შესაფერისია ალუმინის და ფოლადის რგოლების გასაწმენდად. ხელს უშლის კოროზიას და უბრუნებს გაწმენდილ ზედაპირებს პირვანდელ ბზინვარებას. ხელს უშლის სამუხრუჭე ხუნდების ნალექებით გამოწვეულ გაუფერულებას. ასუფთავებს და აღადგენს ალუმინს.
შენიშვნა: არ გამოიყენოთ გახურებულ ზედაპირებზე ან პლასტმასის ნაწილებზე. არ გამოიყენოთ ფერად ლაქებზე და ხელით მოხატულ რგოლებზე!
გამოყენების წესი:
1. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ პროდუქტი, ამგვარად მივიღებთ შიგთავსის ერთიან კონსისტენციას, რაც უკეთეს შედეგს მოგცემთ.
2. გასუფთავებული დისკის ზედაპირი თანაბრად დაასხურეთ დაახლოებით 20 სანტიმეტრის მანძილიდან. დაფარეთ მთელი დისკი პრეპარატით, დარწმუნდით, რომ ყველა ჭუჭყიანი ადგილი კარგად არის შესხურებული.
3. იმისათვის, რომ პრეპარატმა მოახდინოს რეაქცია ჭუჭყთან, დაელოდეთ რამდენიმე წამიდან მაქსიმუმ სამ წუთამდე.
4. შესაბამისი დროის გასვლის შემდეგ კარგად ჩამორეცხეთ დისკები. უმჯობესია ამის გაკეთება წყლის ძლიერი ნაკადის ქვეშ, მაგ. წნევის სარეცხი აპარატით ან ბაღის შლანგის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში, დასუფთავების პროცესი შეიძლება განმეორდეს მოსალოდნელი შედეგების მიღწევამდე.
დამატებითი ინფორმაცია
| მწარმოებელი | |
|---|---|
| ქვეყანა | |
| მოცულობა | 750ml |
| კატეგორია |



























